ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 2025 წლის 27 მაისს ატარებს სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციაში გამარჯვებულებს გადაეცემა ფულადი ჯილდო:
I ადგილი - 500 ლარი
II ადგილი - 300 ლარი
III ადგილი - 200 ლარი
მნიშვნელოვანი თარიღები : 12 მაისი - სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა
13-23 მაისი - საკათედრო ეტაპი
27 მაისი - ფინალური პრეზენტაცია
სამეცნიერო ნაშრომის გაფორმების წესი მოცემულია კონფერენციის ბროშურაში (იხ. მიბმული ფაილი)